საქართველო-შვეიცარიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრებების მატჩის 1-ლი ტაიმი ფრედ, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები დღეს შვეიცარიის წინააღმდეგ ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩს მართავს. მატჩი თბილისში ეროვნულ სტადიონზე იმართება. დასწრება უფასოა.
შვეიცარია ჯგუფის ლიდერია. გამარჯვების შემთხვევაში, მე-5 ადგილზე მყოფი საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსს შეინარჩუნებს.