მინესოტაში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. ახალგაზრდა მამაკაცი სენტ-კლაუდის სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და მარკეტში მყოფებს დანით მძიმე ჭრილობები მიაყენა. თავდამსხმელს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა. ლიკვიდირებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.