,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ქვეყანაში გაზრდილია კრიმინალი და ეს ,,დაუსჯელობის სინდრომით“ არის გამოწვეული.
,,დღეს ქართული ოცნებისა და კრიმინალური სამყაროს ინტერესი არის თანხვედრაში. ქართული ოცნების ინტერესი არის, რომ ის დარჩეს ხელისუფლებაში, კრიმინალური სამყაროს ინტერესშია, რომ ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში. კახი კალაძემ წინასარჩევნოდ კრიმინალური ავტორიტეტები ჩამოიყვანა, ქუჩა პატრონაჟის ქვეშ აიყვანა, მართვის სადავები გაექცა კალაძეს, სასაკლაო მოაწყო ქუჩაში. ეს ყველაფერი არის კახი კალაძის სინდისსა და ნამუსზე. შს მინისტრს, კახი კალაძეს, ბიძინა ივანიშვილს მთავარი ოპონენტი კრიმანილი კი არა, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები ჰგონიათ', - განაცხადა ნიკა მელიამ ,,შაბათის კურიერში’.