რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა. პირველი ხმის მიცემის შესაძლებლობა კამჩატკელ ამომრჩეველს მიეცა, სადაც მოსკოვთან დროში 9 საათიანი სხვაობაა. სულ მთელი ქვეყნის მასშტაბით 97 ათასი უბანია გახსნილი, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი რუსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემა 372 უბანზე ეძლევათ. არჩევნები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც ტარდება.