თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადში ახალი საერთაშორისო აეროპორტი გახსნა. ობიექტის რეაბილიტაცია თურქმენეთის ხელისუფლებას 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა. სამუშაოები თურქულმა კომპანია Polimeks-მა შეასრულა. ასაფრენი ბილიკის სიგრძე ახალ აეროპორტში 3,8 კილომეტრს შეადგენს. ტერმინალს საათში 2 ათასამდე მგზავრის მიღება შეუძლია.