გერმანიის პოლიციამ ოქტობერფესტზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. პირველად, მსოფლიოში ლუდის ყველაზე დიდი ფესტივალის მსვლელობისას ტერიტორია რკინის ბარიერებით იქნება გარშემორტყმული, ფესტივალზე მოხვედრის მსურველებს კი მეტალო-დეტექტორის გავლა მოუწევთ. ოქტობერფესტი 3 ოქტომბრამდე გასტანს. ფესტივალში მონაწილეობას წელს 6 მილიონამდე ადამიანი მიიღებს.