ცნობილი რეპერი ქულიო ლოს ანჟელესში დააპატიმრეს. ის აეროპორტში დატენილი იარაღის შეტანას ცდილობდა. პისტოლეტი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ხელბარგში მის ერთ-ერთ თანმხლებ პირს უპოვნეს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ იარაღი მისი იყო, თუმცა როგორც გაირკვა, ხელბარგი ქულიოს ეკუთვნოდა. პოლიციამ 53 წლის რეპერი რეისიდან მოხსნა. ქულიომ უკვე აღიარა, რომ პისტოლეტი მისი საკუთრება იყო.