ინდოეთში სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმა განხორციელდა. შედეგად 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. ინციდენტი გამთენიისას პაკისტანის საზღვართან, კაშმირის შტატში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. გასულ კვირას კაშმირში ძალოვნებსა და მანიფესტანტებს შორის შეტაკებას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივები დაჯგუფება „ჰიზბ-ალ-მუჯაჰიდინის“ ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობას აპროტესტებდნენ. „ჰიზბ-ალ-მუჯაჰიდინი“ ინდოეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.