მანჰეტენზე მომხდარი აფეთქება სავარაუდოდ წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო. ამის შესახებ ნიუ იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ არესბობს იმისა, რომ ინციდენტი რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან არის კავშირში. ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩელსის რაიონში გვიან საღამოს ამოქმედდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.