18 სექტემბერს, 20:00 საათზე, მუხრანბატონის სასახლის ეზოში, ლიტერატურული პრემია „საბას“რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გაიმართება და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოვლინდება.
დაჯილდოების ცერემონია წელს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლით გადაიცემა. პირდაპირი ეთერი 21:00 საათზე დაიწყება.
წელს პირველად, ერთ-ერთ ნომინაციაში, კერძოდ, დებიუტში გამარჯვებულს ხალხი გამოავლენს. ხმის მიცემა უკვე 2 თვეა მიმდინარეობს ელექტრონული წიგნების სახლის „საბა“ ვებგვერდზე saba.com.ge სადაც მკითხველებს შეუძლიათ ელექტრონულად მისცენ ხმა მათთვის სასურველ კანდიდატს. ხმის მიცემა შეწყდება დაჯილდოების მომენტში, გამარჯვებულის გამოვლენამდე 5 წუთით ადრე.
საბას დაჯილდოების ცერემონიაზე კიდევ ერთი სიახლე იქნება. წელს პირველად გამოვლინდება გამარჯვებული ავტორი ახალ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. ამ ნომინაციაში ის წიგნებია წარდგენილი, რომლებიც ბეჭდური სახით არ გამოქვეყნებულა და მხოლოდ ელექტრონულ ფორმატშია ხელმისაწვდომი.
მიუხედავად იმისა, რომ წელს „საბაზე“ წარდგენილი წიგნების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია (360 წიგნი), ჟიურის მიერ შედგენილი ფინალისტთა სია ყველაზე მცირერიცხოვანია ბოლო წლების განმავლობაში. სულ წლევანდელ ე.წ. ‘შორთლისტში“ 37 ფინალისტია წარდგენილი.
რაც შეეხება ტრადიციულ მუსიკალურ ნაწილს, წელს „საბას“ დააგვირგვინებს მუსიკალური პროგრამა „იმღერე ქართულად“, რომელიც ექსკლუზიურად „საბასთვის“ შეიქმნა. წარმოდგენილი იქნება ქართული მუსიკალური ხელოვნების შედევრების ახალი ვერსიები და შედგება რამდენიმე ახალი სიმღერის პრემიერა. მუსიკალური პროექტის ავტორია მარინა ბერიძე, ხოლო მუსიკალური ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე.
ჟიურისთან დაკავშირებით სიახლეა ის, რომ წელს პირველად ჟიური დაკომპლექტთა მრჩეველთა საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან სხვადასხვა წლებში „საბას“ მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები და ლიტერატორები.
ჟიურის წევრთა ვინაობა მუშაობის პროცესში ტრადიციულად კონფიდენციალური იყო და მათ საზოგადოება დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდება.
წარმოგიდგენთ 2016 წლის ფინალისტ ავტორებს, რომელთაგან 11 საუკეთესოს დაჯილდოების დროს გავიცნობთ:
საუკეთესო რომანი
საუკეთესო პროზაული კრებული
საუკეთესო პოეტური კრებული
საუკეთესო დებიუტი
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
საუკეთესო თარგმანი
- მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები“ (დიოგენე)
- ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ (არტანუჯი)
- ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ (წიგნები ბათუმში)
- ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან“ (ინტელექტი)
- ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო“ (ინტელექტი)
- ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი“ (არტანუჯი)
- თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
- გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (არტანუჯი)
საუკეთესო ელექტრონული წიგნი
საბას წლევანდელი გამარჯვებულები ტრადიციულად საბას პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. საპრემიო ფონდი წელს 52 ათას ლარს შეადგენს.