ვაშინგტონი ყირიმში ჩატარებულ რუსულ არჩევნებს არ ცნობს. საგანგებო განცხადებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.
„შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული არჩევნების შედეგების აღიარებას. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. ყირიმი არის უკრაინის განუყოფელი ნაწილი და სანამ ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინა არ დაიბრუნებს, რუსეთს სანქციები არ მოეხსნება,“-ნათქვამია ქერის უწყების განცხადებაში.
რუსეთში საპარლამენტო არჩევნები ხვალ გაიმართება.