ბრატისლავას არაფორმალური სამიტი კონკრეტული შედეგით დასრულდა. ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბლოკიდან ბრიტანეთის გასვლის გათვალისწინებით ევროკავშირის განვითარების გეგმას 6 თვეში წარმოადგენენ. ე.წ. „განვითარების საგზაო რუკას“ სავარაუდოდ მარტში რომის სამიტზე დაამტკიცებენ. დოკუმენტში ძირითადი ყურადღება მიგრანტთა კრიზისზე და უსაფრთხოების საკითხზე იქნება გადატანილი. პირველად ევროკავშირის ისტორიაში, სამიტი ბრიტანეთის პრემიერის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.