სირიის კრიზისის მოგვარება რუსეთის აქტიური ჩართულობით გახდება შესაძლებელი. ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ სატელევიზიო შოუში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გატარება არასწორია, რადგანაც ამით საფრანგეთიც დაზარალდება. ამ კონტექსტში სარკოზიმ 2008 წლის ქართულ-რუსული კონფლიქტიც გაიხსენა.
„2008 წელს, როდესაც პრეზიდენტი ვიყავი, ძალიან რთული პრობლემის გადაჭრა მომიხდა. საუბარი მაქვს კონფლიქტზე საქართველოში. მაგრამ მე ვხელმძღვანელობდი იმ პრინციპით, რომ ეს რუსეთისთვის რაიმე სახის სანქციების დაწესების გარეშე მომხდარიყო. მე არ მინდოდა ფრანგული სოფლის მეურნეობა დაზარალებულიყო, ისე, როგორც ეს დღეს ხდება, დღეს, როცა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი მილიარდი ევროთია შემცირებული,“-აღნიშნა სარკოზიმ.
ვრცელ ინტერვიუს საფრანგეთის ყოფილ ლიდერთან სააგენტო „ტასის“ ინგლისური გამოცემა აქვეყნებს.