პაკისტანში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი მეჩეთთან აიფეთქა. ტერაქტს 16 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.