რომში 96 წლის ასაკში იტალიის ყოფილი პრეზიდენტი კარლო აძელიო ჩამპი გარდაიცვალა. პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ჩამპი სახელმწიფო მეთაურის პოსტს 1999-2006 წლებში იკავებდა. მანამდე ის იტალიის ცენტრალური ბანკის მმართველი და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.