ცნობილი ჰოლანდიელი მხატვარი ვინსენტ ვან გოგი სიცოცხლის ბოლო წლებში ფსიქოზით იტანჯებოდა. შესაბამის დასკვნამდე ამსტერდამელი ექსპერტები მივიდნენ. მანამდე მათ ვან გოგზე არსებული მრავალრიცხოვანი დოკუმენტები და მისი მიმოწერები შეისწავლეს. მეცნიერულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ 1888 წელს, როცა მხატვარმა ყური მოიჭრა, ის შესაძლოა ფსიქოზით უკვე იყო დაავადებული, თვითდაზიანების მიყენება კი სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედებამ გამოიწვია. დღემდე არსებული ვერსიებით, ვან გოგი შიზოფრენიით და სიფილისით იყო დაავადებული.