ლონდონში „ბითლზზე“ შექმნილი ახალი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელსაც ლეგენდარული ჯგუფის წევრები პოლ მაკარტნი და რინგო სტარი დაესწრნენ. ფილმი, სახელწოდებით „8 დღე კვირაში“ ბითლების საკონცერტო მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. დოკუმენტური სურათი ოსკაროსანმა რეჟისორმა რონ ჰოვარდმა გადაიღო. ფილმზე ის 2 წლის განმავლობაში მუშაობდა.