,,მშვიდობის მემორანდუმის“ შესახებ პრემიერის ინიციატივას არასამთავრობო სექტორი დადებითად აფასებს. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ აიღოს ვალდებულება თავის თავზე.
"მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა აიღონ ვალდებულება, რომ არ ჩაატარონ აქციები ერთმანეთის ოფისებთან და ეს ფაქტიურად განმუხტავს იმ სიტუაციას, რომელიც ჩვენ გვაქვს. რა თქმა უნდა, არ გვინდა რომ განმეორდეს კორცხელი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ აიღოს ვალდებულება თავის თავზე, რომ მაქსიმალურად თავი ავარიდოთ ასეთ ფაქტებს“ - ეკა გიგაურმა.
დღეს, ,,რესპუბლიკელებმა“ აღნიშნულ მემორანდუმს მხარდაჭერა გამოუცხადეს.