ჯულიან ასანჟი მზადაა ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს. სკანდალური ინტერნეტ-პორტალის, ვიკილიკსის დამაარსებლის განცხადებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მის ინფორმატორს, ყოფილ ამერიკელ ოფიცერს, ჩელსი მენინგს შეიწყალებენ.
ამჟამად მენინგი საიდუმლო მასალების გასაჯაროებისთვის 35 წლიან სასჯელს იხდის. ჯულიან ასანჟს კი შვედეთი სექსუალური ძალადობის ბრალდებას უყენებს. ვიკილიქსის დამფუძნებელი 2012 წლიდან თავს ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს.