გერმანიის კანცლერმა ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ანგელა მერკელის თქმით, ერთი სამიტისგან ევროპის ყველა პრობლემის მოგვარება მოსალოდნელი არ არის.
“ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოებით. მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის საკითხებში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
“ჩვენ განვიხილავთ ბრატისლავას დეკლარაციას და ვიმედოვნებ, რომ მის შეთანხმებას შევძლებთ. თუმცა საუბარი არ არის, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტილება ერთ შეხვედრაზე ვიპოვოთ”, აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის საკითხებს განიხილავენ.
“ყველა ამ საკითხზე წლის ბოლომდე ვიმუშავებთ და 2017 წლის მარტში, რომის შეთანხმების მე-60 წლისთავამდე ჩვენ კონკრეტული პროგრესის მიღწევა გვსურს”, - განაცხადა მერკელმა.