ოჰაიოში სამართალდამცავებმა13 წლის მოზარდი მოკლეს, რომელსაც პნევმატური იარაღი ჰქონდა. პოლიციელები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოიძახეს. შემთხევის ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ძარცვაში ეჭვმიტანილი ორი პირი შენიშნეს და მათ დაკავებას შეეცადნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მოზარდმა პნევმატური იარაღი ამოიღო. პოლიციელებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.