,,პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ,,მშვიდობის მემორანდუმის“ შესახებ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აარის ფარატინა ფურცელი, თუკი არ მოხდება რეაგირება უკვე მომხდარ ფაქტებზე.
"რა მნიშვნელობა აქვს ფარატინა ფურცლების ხელმოწერას თუ სამართალდამცავი ორგანოები რეაგირებას არ ახდენენ კონკრეტულ ფაქტებზე. ჯერ მოახდინონ რეაგირება და მერე ვისაუბროთ ამ ფურცლების ხელმოწერაზე“ - აღნიშნა ვაშაძემ.
დღეს, ,,რესპუბლიკელებმა“ აღნიშნულ მემორანდუმს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი აღნიშნეს, რომ ინიციატივა მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით არა პრემიერ-მინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით.