,,ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი სესიაშვილი ,,მშვიდობის მემორანდუმის“ შესახებ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და ორგანიზაციებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის სურვილი აქვთ. მისივე თქმით, ამას ხელისუფლემა არ დაუშვებს.
"თუ ვინმე არის დაინტერესებული, რომ ქვეყნაში არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და თავისუფალ რეჟიმში ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებაა და მეტიც ყველა ცივილიზებულ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი უნდა ჰქონდეს და მეტიც ასე უნდა იქცეოდეს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას რომლის ფარგლებშიც მოსალოდნელია, უფრო სწორად ზოგიერთ პოლიტიკურ ძალებს და მათთან ასოცირებულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული ბოროტი ძრახვები, მე ვიტყოდი რომ ეშმაკი ჰყავთ შეჩენილი და ცდილობენ, რომ არჩევნები გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა ამის უფლებას არ მივცემთ“ - განაცხადა სესიაშვილმა.
დღეს, ,,რესპუბლიკელებმა“ აღნიშნულ მემორანდუმს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი აღნიშნეს, რომ ინიციატივა მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით არა პრემიერ-მინისტრს, არამედ მათ ეკუთვნით.