საფრანგეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ პორტალი „ფრანს თი ვი ინფო“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ დიჟონის ცენტრში საცხოვრებელი სახლი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი ჩამოინგრა. არიან დაშავებულები. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მაშველები მუშაობენ.