აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი თავის მეტოქეს ჰილარი კლინტონს 6 პროცენტით უსწრებს. ასეთია გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Los Angeles Times-ის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები.
როგორვ გამოცემა წერს, გამოკითხულთა 47 პროცენტმა დონად ტრამპს დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 41 პროცენტმა მისცა ხმა.
სააგენტო “ბლუმბერგის” მიერ ოჰაიოს შტატში ჩატარებულმა გამოკითხვამ ასევე ტრამპის უპირატესობა გამოავლინა. რესპუბლიკელ კანდიდატს კვლევის მონაწილეთა 48 პროცენტმა დაუჭირა მხარი, ჰილარი კლინტონს კი 43-მა პროცენტმა.