,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას საუბრის ტონი პაატა ბურჭულაძესთან სრულიად მიუღებელია.
,,მოსმენები გრძელდება უდაოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ მოვლენას გააჩნია მეორე, მორალურ-ზნეობრივი კატეგორია. ასეთი ტონალობით, ამგვარი შანტაჟის ენის გამოყენებით ესაუბრო პარტიის ხელმძღვანელს, დაამუნათო ის, ყური აუწიო მას პატარა ბავშვივით, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი რამ', - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის გავრცელებასთან დაკავშირებით.