მასობრივი არეულობები პარიზში. შრომითი კანონმდებლობის რეფორმა საფრანგეთის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა ხმაურიანი მსვლელობებით გააპროტესტა. აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 8 პოლიციელია. ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს პარიზში პროფკავშირების მიერ ორგანიზებული მე-14 საპროტესტო აქციაა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დასაქმებულთა უფლებების შელახვაში ადანაშაულებენ.