ედუარდ სნოუდენი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნით უკმაყოფილოა. ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი აგენტის თქმით, ასეთი დამახინჯებული დოკუმენტის მომზადებით კონგრესმა თავი დაიმცირა და თავისი ნამდვილი სახე აჩვენა. კონგრესის სპეციალური კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სნოუდენი არა სიმართლისთვის მებრძოლი, არამედ ჩვეულებრივი დამნაშავეა, რომელიც ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა დაისაჯოს. შეერთებული შტატებიდან გაქცეულმა სნოუდენმა დაზვერვის საიდუმლო მასალები გაასაჯაროვა, რის გამოც ის სამშობლოს მოღალატედ გამოაცხადეს. ამჟამად სნოუდენი თავს რუსეთს აფარებს.