რუსულმა ავიაციამ სირიის ოპოზიციაზე ავიადარტყმები შეწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ვიზტორ პოზნიხირმა განაცხადა. საჰაერო ოპერაციები რუსეთმა სირიაში გასული წლის სექტემბერში დაიწყო. რუსული მხარე აცხადებდა, რომ მის სამიზნეს „ისლამური სახელმწიფო“ და „ნუსრას ფრონტი“ წარმოადგენდა, თუმცა შეერთებული შტატები რუსეთს ოპოზიციის პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებდა. დროებითი ზავი სირიაში 3 დღის წინ ამოქმედდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთისა და ამერიკის პირველი დიპლომატები სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.