პოლონური მხარე სმოლენსკის ავიაკატასტროფის გამოძიების დეტალებს გაასაჯაროებს. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა განაცხადა. პოლონეთის საპრეზიდენტო თვითმფრინავმა სმოლენსკთან კატასტროფა 2010 წელს განიცადა, რასაც ქვეყნის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პოლონეთის პირველი ლედი და სამთავრობო დელეგაციის წევრები ემსხვერპლნენ.