ავსტრალიელმა სენატორმა პაულინ ჰანსონმა მიგრანტებისთვის საზღვრის ჩაკეტვა მოითხოვა, მათ კი ვინც უკვე იმყოფება ავსტრალიის ტერიტორიაზე, ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა. „არსებობს საფრთხე, რომ ქვეყანას მალე მუსლიმანური იდეოლოგია წალეკავს, რაც ჩვენს კულტურასა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. საკმარისია მეჩეთების მშენებლობა. რაც უკვე აშენებულია, მკაცრ კონტროლქვეშ უნდა ავიყვანოთ,“-აღნიშნა სენატორმა.