ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული პერსონალური სანქციები კიდევ 6 თვით გაუხანგრძლივა. ე.წ. „შავ სიაში“ 146 ფიზიკური პირი და 37 კომპანიაა შეყვანილი. ბრიუსელი მათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. სანქციების მოქმედების ვადა 2017 წლის მარტამდე გახანგრძლივდა.