ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მზადაა ელექტროსკამზე დაჯდეს, თუ შეერთებული შტატები მას ბრალდებას დაუმტკიცებენ. ამის შესახებ კირსან ილუმჟინოვმა გამოცემა „ერ-სპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „მე უიარაღო ვარ და მათთან მივდივარ, მაგრამ საზღვარზე არ მიშვებენ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია და თუ ისინი ბრალდებას დამიმტკიცებენ, ელექტროსკამზე ჩემი ნებით დავჯდები,“-აღნიშნა ილუმჟინოვმა. ფიდეს პრეზიდენტი ამერიკულმა მხარემ ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანა, რის გამოც ის ნიუ-იორკში არ შეუშვეს.