ვაშინგტონი მზად არის მიანმარს 12 წლის წინ დაწესებული სანქციები გაუუქმოს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ მიანმარის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიანმარი "პრეფერენციების საყოველთაო სისტემის" სიაში შევა, რაც ქვეყანას მაღალი საიმპორტო გადასახადებისგან გათავისუფლებს.
აშშ-ს მიერ მიანმარის წინააღმდეგ დაწესებული ზოგი სანქცია ძალაში მაინც დარჩება. კერძოდ, კვლავ იმოქმედებს სამხედრო ხუნტასთან დაკავშირებული 100-მდე კომპანიისა და ფიზიკური პირისგან შემდგარი ე.წ. "შავი სია".