ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგი შეიცვალა. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვით, დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს 5 პროცენტით გაუსწრო. „ლოს ანჯელეს ტაიმსის“ გამოკითხვით, რესპოდენტთა 47 პროცენტი რესპუბლიკელთა კანდიდატს უჭერს მხარს, კლინტონს კი ხმას 42 პროცენტი აძლევს. სააგენტო „ბლუმბერგის“ მიერ ოჰაიოს შტატში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ტრამპის მხარდამჭერთა რაოდენობა 48 პროცენტია, კლინტონს კი 43 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.