დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობაზე პირველი კომენტარი გააკეთა.
„ჩემს კონკურენტს არ ჰყოფნის ენერგია იმისათვის, რომ წინასაარჩევნო შეხვედრები ჩაატაროს. დღეს აქ ძალიან ცხელა. ვფიქრობ, ქალბატონი კლინტონი ასეთ სიცხეში დგომას ვერ გადაიტანდა,“-აღნიშნა ტრამპმა ოჰაიოში ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
მანამდე პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა საკუთარი საარჩევნო შტაბის წევრებს კლინტონის ჯანმრთელობაზე საუბარი აუკრძალა.
კლინტონი შეუძლოდ 11 სექტემბრის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გახდა. ექიმებმა მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს.