რუსეთი და ბელარუსი გაზის ტარიფზე ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ მოსკოვში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელმა იური იაროშევიჩმა განაცხადა. შეხვედრა მოსკოვში გუშინ გაიმართა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება.
ბელარუსული მხარე რუსულ გაზის ტარიფის შემცირებას იანვრიდან ითხოვს. მინსკის განცხადებით, ბელარუსისთვის მისაღები ფასი 80 დოლარია. ამჟამად ბელარუსი ათას კუბამეტრ გაზში 132 დოლარს იხდის.