საფრანგეთის ეროვნული ფრონტის ლიდერი ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მარინ ლე პენმა ევროპარლამენტის სხომაზე განაცხადა. „მოდით, დავუტოვოთ ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება. რეფერენდუმი დემოკრატიის საუკეთესო ინსტრუმენტია,“-აღნიშნა ლეპენმა. რეფერენდუმი ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე უკვე ჩატარდა ბრიტანეთში. გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობამ ხმა ერთიანი ევროპიდან გასვლას მისცა.