საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი პრარაში 16-18 სექტემბრისთვის დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციას ვერ დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორის, მილან სირუჩეკის თქმით, ამის მიზეზი პოლიტიკოსის ავადმყოფობაა. გვიან ღამით გორბაჩოვი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მასთან სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.