ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა. ფხენიანის ცენტრალურ მოედანზე გამოსულმა ათობით ათასმა ადამიანმა მხარდაჭერა ბირთვულ პროგრამას გამოუცხადა. 9 სექტემბერს ფხენიანმა რიგით მეხუთე ბირთვული იარაღი გამოცადა, რასაც დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.