მასშტაბური ავტოკატასტროფა კატალონიაში. ბარსელონადან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით, ქალაქ ლორეტ-დე-მარტან ტურისტული ავტობუსი საგზაო ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ინციდენტის შედეგად 23 ტურისტი დაშავდა. 3 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულთა შორის, ბრიტანეთის, ესპანეთის, ლიტვიის, ბელარუსის, გერმანიისა და პოლონეთის მოქალაქეები არიან.