ევროვიზიას მომავალ წელს კიევი უმასპინძლებს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, შერჩევის ეტაპზე კიევის კანდიდატურას კომიტეტის 19-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, კონკურსი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში გაიმართება.