ვაშინგტონმა შავ სიაში კიდევ 81 რუსული კომპანია და ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ სამთავრობო გამოცემა Federal Register იტყობინება. კომპანიების უმრავლესობა გაზპრომის კონტრაქტორია. მათთან ამერიკულ კომპანიებს თანამშრომლობა აეკრძალათ. სანქციები დღეიდან ამოქმედდება.