მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩი ალბანეთისა და მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ძლიერი წვიმის გამო შეწყდა.
შეხვედრის მე-9 წუთზე გოლი სტუმართა კარში ალბანელთა ფორვარდმა არმანდო სადიკუმ შეაგდო, რასაც 6 წუთში ეგზიან ალიოსკის საპასუხო გოლი მოჰყვა.
შეხვედის 77-ე წუთზე მსაჯი კოკისპირული წვიმის გამო იძულებული გახდა მატჩი შეეწყვიტა. ფიფას გადაწყვეტილებით, შეხვედრა დღეს ჩატარდება.