გერმანელი ლენა მაიერ-ლანდრუტი ევროვიზიის გამარჯვებული და ბროლის მოკროფონის მფლობელი გახდა.
გერმანელი მოსწავლის სიმღერამ " Satellite " კენჭისყრის შედეგების მიხედვით 246 ქულა მოიპოვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ თუქეთის წარმომადგენელბს (170 ქულა).
სოფო ნიჟარაძემ კონკურსში 136 ქულა დააგროვა მე-9 ადგილი დაიკავა.
საქართველოს ყველაზე მაღალი ქულები ლიტვამ და სომხეთმა (12) მიანიჭეს.
თავად საქართველოდან უმაღლესი ქულები კი ბელორუსს (12 ქულა), სომხეთს (10 ქულა) და აზერბაიჯანს (8 ქულა) მიენიჭა. სხვა კონკურსანტებისადმი კი ქართველი ტელემაყურებლებმა შემდეგი დამოკიდებულება გამოხატეს _ მოლდოვა -1, ესპანეთი, -2, დიდი ბრიტანეთი-3, ისრაელი-4, თურქეთი, 5, ნორვეგია -6, უკრაინა -7.
პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: გერმანია 246 ქულა, თურქეთი 170 ქულა, რუმინეთი 162 ქულა, დანია - 149 ქულა, აზერბაიჯანი 145 ქულა, ბელგია 143 ქულა, სომხეთი - 141 ქულა, საბერძნეთი - 140 ქულა, საქართველო 136 ქულა, უკრაინა 108 ქულა.
მომავალ წელს ევროვიზია გერმანიაში გაიმართება.