ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ „ქართული ოცნებისა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პასუხობს.
სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ივანიშვილს მომავალი საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს.
„ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა დაიწყეს ძახილი, რომ თურმე ჩვენ ვამზადებთ არეულობას. როგორც წესი, ის მოწინააღმდეგეს აბრალებს თავის გეგმებს. ამ სურათზე კარგად ჩანს, როგორ არეულობას ვამზადებთ ჩვენ. არჩევნები ივანიშვილს წაგებული აქვს, რაც არ უნდა მოიმოქმედოს“, -წერს სააკაშვილი და სანდრა რულოვსის ამომრჩეველთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრ თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს.
ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ ,,საააკაშვილს უნდა სიტუაცია ააყირაოს და ამას უკიჟინებს თანაგუნდელებსაც“. მისი თქმით ამის მცდელობა იქნება და საჭიროა რაც შეიძლება ბევრი კამერა იყოს არჩევნებზე.