ბრიტანელი ტურისტი საბერძნეთში კოქტეილით მოიწამლა. გოგონამ კოქტეილი ზაკინფის კუნძულზე ერთ-ერთ ბარში დალია. წვეულებიდან დაბუნებულ 20 წლის ჰანა პაუელს 48 საათი ეძინა, გაღვიძებულმა კი ვეღარაფერი დაინახა. გოგონა პელოპონესის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები მისი გამოჯანმრთელების პირობას ვერ იძლევიან.