საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველ შეხვედრას ავსტრიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი "დინამო არენაზე" 20.00 საათზე დაიწყება. ავსტრიის გარდა საქართველოს მეტოქეები შესარჩევ ჯგუფში უელსის, სერბეთის, ირლანდიისა და მოლდოვის ნაკრებები არიან. დღევანდელ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა. ტრავმების გამო ნაკრებს გამოაკლდნენ ოთარ მარცვალაძე და გიორგი აბურჯანია, ხოლო გიორგი პაპუნაშვილმა მწვრთნელთა გადაწყვეტილებით ახალგაზრდულ ნაკრებში გადაინაცვლა.