მასშტაბური ავტოკატასტროფა ავღანეთში. ზაბულის პროვინციაში ერთმანეთს ბენზინმზიდი და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. ინციდენტს 36 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი მძიმედ დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი სავარაუდოდ გაიზრდება. შეჯახების შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ცხედრები ისეა დაზიანებული, რომ დაღუპულთა იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება.