ევროკავშირს ლტოლვილებისა და ეკონომიკური მიგრანტების მიღების რესურსი ეწურება. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჩინეთში დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა.
„ევროპის შესაძლებლობებსაც ზღვარი აქვს. ჩვენ აღარ შეგვიძლია ლტოლვილების მიღება. ეკონომიკურ მიგრანტებზე კი საუბარიც ზედმეტია. ამ პროცესში არამხოლოდ ევროპა, არამედ მთელი მსოფლიო და საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს,“-აღნიშნა დონალდ ტუსკმა.